weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საინვესტიციო გადაწყვეტილებებში თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს – ლექვინაძე

14:12 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„ჩვენ რეგულარულად ვატარებთ რეგიონულ  ბიზნესებთან შეხვედრებს და მთავარი, რასაც ბიზნესი ითხოვს, არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

წინანდალში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფურუმზე სიტყვით გამოსვლისას ლექვინაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ბიზნესგარემოს მიმართულებით, თუმცა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში თავს იჩენს კერძო სექტორისთვის რიგი პრობლემური საკითხები, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა სჭირდება. 

„რეგიონებში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად და ინვესტორების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა  გაიზარდოს და ურთიერთობები იყოს პროაქტიული. ასეთი ტიპის ფორუმები მისასალმებელია და განსაკუთრებით ეხმიანება ქვეყნებს შორის ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნას ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობებთან საერთაშორისო პროექტების განვითარება - განხორციელებისათვის“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]